გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ივლისში უცხოეთიდან გადმორიცხული თანხების მოცულობამ 23,3 მილიონი დოლარით იმატა

15-08-2018

მიმდინარე წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 144.2 მლნ აშშ დოლარი, (352.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 19.3 პროცენტით (23.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.8 პროცენტი იმ 16 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 16 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 93.8 პროცენტი მოდიოდა.


ამავე საანალიზო პერიოდში, საქართველოდან საზღვარგარეთ 18.9 მლნ აშშ დოლარი (46.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.8 მლნ აშშ დოლარისა (38.0 მლნ ლარისა) გასული წლის ივლისში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31