გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
2017 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1888,8 მლნ დოლარი შეადგინა

15-08-2018

დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წელს 1888.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 20.6 პროცენტით აღემატება 2016 წლის მონაცემებს და 1.4 პროცენტით მეტია 2017 წლის წინასწარ მონაცემებზე.


საქსტატის ინფორმაციით, 2017 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34.9 პროცენტი შეადგინა.


ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა და 489.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 25.9 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება საფინანსო სექტორი 302.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - მშენებლობა 284.8 მლნ. აშშ დოლარით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31