გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივნისი 21, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ შამუგია იაპონიის ელჩს საქართველოში იმამურა აკირას შეხვდა

19-05-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩსსაქართველოში იმამურა აკირას შეხვდა. ოთარ შამუგიამ ელჩს, რომელმაც საქართველოში მისია დაასრულა, მადლობა გადაუხადა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.


შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის,კლიმატის ცვლილებისდა ნარჩენების მართვის მიმართულებით არსებულიმჭიდრო პარტნიორული  ურთიერთობების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.


იმამურააკირამ ხაზგასმით აღნიშნა,რომ საქართველო იაპონიისთვის საიმედო პარტნიორი ქვეყანაა, რაც მტკიცე საფუძველია ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობისკიდევ უფრო გასაღრმავებლად.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამინსიტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30