გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: როდესაც მიხალკოვის შვილის ქორწილი შედგა საქართველოში, მაშინ პირადად ესტუმრა მას მიხეილ სააკაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ 3 წელი იყო გასული რუსეთ-საქართველოს ომიდან... ეს არის ორმაგი სტანდარტი, რაც მიანიშნებს მათ პოლიტიკურ მიზანზე

20-05-2023

„როდესაც საუბარია კონკრეტული რუსი ვიზიტორების საქართველოში ჩამოსვლაზე პირველი სახელობითი ინფორმაცია აქვს ხოლმე ყოველთვის ხოშტარიას თუ დააკვირდებით. პოზნერის შემთხვევაშიც ასე იყო. ახლაც ამტკიცებს, ზუსტად იცის, რომ კონკრეტული ადამიანია ჩამოსული საქართველოში. საინტერესოა რა კავშირები აქვს ასეთი ელენე ხოშტარიას, რომ ის პირველი იგებს რუსი ვიზიტორების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


ირაკლი კობახიძემ ყვარელში მოწყობილ პროვოკაციასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის ქსენოფობიის და ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოვლინება და ყველა მხარეს მოუწოდებს პროვოკაციებისგან თავის შეკავებისკენ.


„ჩვენ წინასწარ ვაკეთებდით პროგნოზს იმასთან დაკავშირებით, რომ ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად აუცილებლად დაიწყებოდა ქსენოფობიური კამპანიის ახალი ტალღა და რაც გვქონდა პროგნოზი ზუსტად ის ახდა. ქსენოფობია არ ზის ქართული საზოგადოების ბუნებაში. ეს არის ლიბერალურ ფაშისტური კამპანიის ერთ-ერთი განშტოება და მე ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ასეთი ტიპის კამპანიებისგან.


ქსენოფობიის ადგილი საქართველოში არ არის. მე ვეყრდნობი სასტუმროს ინფორმაციას, ამაზე არ მაქვს დაზუსტებები, მონაცემები. ჩემთვის მთავარია, რომ აქ არის კონკრეტული მიდგომა რაც იკვეთება კონკრეტული ადამიანების ქმედებებში და ასევე ორმაგი სტანდარტი.


თქვენ გახსოვთ მათი დამოკიდებულება 2008 წლის შემდეგ, იგივე, როდესაც მიხალკოვის შვილის ქორწილი შედგა საქართველოში, მაშინ პირადად ესტუმრა მას მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე წელი, 3 წელი, იყო გასული რუსეთ-საქართველოს ომიდან. ეს არის ორმაგი სტანდარტი რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ყველაფერს აქვს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზანი. ეს მიზანი არის ესკალაცია, პროვოკაციების მოწყობა და მთავარი პროვოკატორები არიან დღეს სცენაზე: ხოშტარია, მელია და ა.შ.“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930