გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან იზორია: ჩვენი მეგობრობა საერთაშორისო ასპარეზზე ღირსების დაცვით იწყება

15-08-2018

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, მრავალეროვნული სწავლებები მხოლოდ და მხოლოდ პროფესიული დონის ამაღლებას, ოპერაციების კოორდინირებულად ჩატარებასა და სამხედროებს შორის მეგობრობის, ნდობის განმტკიცებას ემსახურება. ამის შესახებ იზორიამ დღეს, ვაზიანში მე-11 პოლიგონზე გამართულ "ღირსეული პარტნიორი 2018"-ის დახურვის ოფიციალურ ცერემონიალზე ყოფნისას განაცხადა. 

"მრავალეროვნული სწავლებები არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული. სწავლება ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ პროფესიული დონის ამაღლებას, მრავალეროვნულ გარემოში ტაქტიკური ოპერაციების კოორდინირებულად ჩატარებას და ჩვენს სამხედროებს შორის მეგობრობის, ნდობის განმტკიცებას. ჩვენი მეგობრობა კი საერთაშორისო ასპარეზზე - იქნება ეს მეზობელთან, პარტნიორთან თუ სხვა ქვეყანასთან, იწყება ჩვენი ღირსების დაცვით, ჩვენი ღირსების დაცვის ხაზი კი გადის ჩვენი ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე", - განაცხადა იზორიამ. 
ლევან იზორიამ რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში ქვეყნებს შორის არსებულ ნდობის მაღალ ხასრისხზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: "ამ მიმართულებით საზღვრების პატივისცემა, საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების პატივისცემა იგულისხმება. ამას კი, ამტკიცებს ჩვენი ურთიერთობა, ჩვენი მეგობრობა, პარტნიორობა და მრავალეროვნული სწავლებაც." მისივე თქმით, სწორედ პატივისცემის, ურთიერთაღიარების, ერთამანეთის ღირსების პატივისცემის საფუძველზე გაძლიერდება საქართველოს თავდაცვისუნარიანობა როგორც ეროვნული თავდაცვის ამოცანებისთვის, ისე გლობალური უსაფრთხოებისთვის. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031