გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯაბა სამუშიას ინიციატივით თსუ სტუდენტებისთვის აუდიო წიგნები იქმნება

22-05-2023

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სახელმძღვანელოების აუდიო ვერსიები შეიქმნება. აღნიშნულთან დაკავშირებით თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ თსუ ცენტრალური ბიბლიოთეკისა და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ბიბლიოთეკის წარმომადგენლები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირებისთვის, შესაბამისი აპარატურის საშუალებით, შექმნიან აუდიო სახელმძღვანელოებს, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება თსუ-ს ყველა სტუდენტისთვის.  გახმოვანების პროცესში ჩაერთვებიან მოხალისე სტუდენტები, რომლებიც შესაბამის ჰონორარს მიიღებენ. 

 

თსუ რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას ინფორმაციით, გარდა აუდიო  სახელმძღვანელოებისა, სმენადაქვეითებული სტუდენტებისთვის იგეგმება  ჟესტური ენის გამოყენებით სახელმძღვანელოების ვიდეოჩანაწერების გაკეთება. „ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტების ინტეგრაციას საუნივერსიტეტო სივრცეში“, - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

 

ინკლუზიური გარემოს გაუმჯობესებისა და ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის მიზნით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ქსელის წევრი. 2019 წლიდან თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრის კოორდინაციით ხორციელდება პროექტი „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“.

 

თსუ-ის ბიბლიოთეკაში გახსნილია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (უსინათლო) სტუდენტებისთვის განკუთვნილი სამკითხველო კუთხე, რომელიც აღჭურვილია სპეციალური კომპიუტერებით, პრინტერებით, დისკებითა და ბრაილის შრიფტიანი ლიტერატურით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930