15-08-2018
მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018-ის დახურვის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე ისაუბრა. ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო თავის პარტნიორებთან ერთად მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ ურთიერთაღიარებისა და ღირსების პატივისცემის საფუძველზე გაიზარდოს ეროვნული თავდაცვის ამოცანებისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის ქვეყნის მზადყოფნა.
„ჩვენ ნატოში გაწევრიანება გვესმის არა როგორც სტრატეგიული მოთმინება, არამედ როგორც სტრატეგიული მზადყოფნა. ეს კი ყოველდღიურად ჩვენი საბრძოლო შესაძლებლობების იმ ხარისხში აყვანას ნიშნავს, რომლითაც საქართველო ყოველთვის მზად იქნება ნატოს სრულფასოვანი წევრობისთვის. სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ კი სწორედ ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ამ მიმართულებით“ - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
19-12-2024
18-12-2024