გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: დონორებს მოვუწოდებ, დაელაპარაკონ ორგანიზაციებს, რომლებსაც აფინანსებენ, სხვა შემთხვევაში, გამოდის, რომ უცხო ქვეყნის წარმომადგენლების თანხმობით ხდება დეპუტატებზე ზეწოლა

22-05-2023

წინა კვირაში რაც ვნახეთ, ეს იყო ის, რაც დაფარულად ხდებოდა ომბუდსმენის არჩევისას, კერძოდ, ზეწოლა პარლამენტის წევრებზე, რომელიც მოდიოდა პოლიტიკური ჯგუფებისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციისგან, გასულ კვირას, კენჭისყრის მსვლელობის დროს ვნახეთ დარბაზში, ვინ არიან ის ადამიანები, არასამთავრობოები, რომლებიც ზეწოლას ახდენენ პარლამენტის წევრებზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, პარლამენტის წევრს აქვს თავისუფალი მანდატი და ის თავისუფალია თავის გადაწყვეტილებებში.


„ამ მანდატში ჩარევა არის კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება. ამიტომ ის არასამთავრობოები, პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც პირდაპირ ზეწოლას ახდენენ პარლამენტის წევრებზე, ისინი არიან ის ორგანიზაციები ან პარტიები, რომლებიც არღვევენ კონსტიტუციას, ძირს უთხრიან დემოკრატიულ ინსტიტუტებს. მეორე მხრივ, დონორებმა, რომლებიც აფინანსებენ ასეთ ორგანიზაციებს, რომლებიც ბედავენ, რომ პარლამენტის წევრები შეაწუხონ, შეავიწროონ, დააბულინგონ, დააშინონ და აიძულონ ისინი, არ მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელსაც თვლიან საჭიროდ, არამედ ისეთი, რომელიც ამ ამ მილიონების მქონე „ენჯეოებს“ სურთ, ეს გახლავთ ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ უცხოური ფულის ხარჯვა. ამიტომ დონორებს მოვუწოდებ, ჩახედონ, დაინტერესდნენ. წინაზეც ვეუბნებოდით, მაგრამ ასე არ ჩანდა.


სამი ქალი დეპუტატი, სამწუხაროდ, არ ასახელებდა, ვინ ახდენდა მათზე ზეწოლას, ახლა პირდაპირ გამოჩნდა. დონორებს მოვუწოდებ, ნახონ ეს განცხადებები, დაელაპარაკონ იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც აფინანსებენ, რომ ასეთი ზეწოლას ადგილი არ ჰქონდეს. სხვა შემთხვევაში გამოდის, რომ დონორებიც იზიარებენ ამ პასუხისმგებლობას. გამოდის, რომ უცხო ქვეყნის წარმომადგენლების თანხმობით ხდება ზეწოლა პარლამენტის წევრებზე. ეს უნდა დამთავრდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930