გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ზოგიერთ უბანს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

9-01-2018

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით დედაქალაქში ხვალ, 10 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

 

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება კერძოდ:

 

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე პეკინის გამზირის, კოსტავას, გამსახურდიას და ჭაბუკიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

 

12 საათიდან 13 საათამდე აღმაშენებლის ხეივნის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, სოფელი ზურგოვანის, სოფელი დიღმის, ფარნავაზის გამზირის (ნაწილობრივ) და პეტრიწის ქუჩის მაცხოვრებლებს.

 

გლდანის რაიონი

11 საათიდან 13 საათამდე გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

 

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 16 საათამდე აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის IV, V კვარტლების, ახმეტელის და ლუბლიანას ქუჩების მაცხოვრებლებს.

 

ვაკის რაიონი

13 საათიდან 14 საათამდე ფალიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

 

სამგორის რაიონი

11 საათიდან 15 საათამდე ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის  მაცხოვრებლებს.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031