15-08-2018
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების სამსახური ე.წ. საზღვრებს 3 დღით ჩაკეტავს. ინფორმაციას ე.წ. რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების პრესსამსახური ავრცელებს.
ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების 10 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებს უკავშირდება.
შეზღუდვა 24 აგვისტოს 20 საათიდან 27 აგვისტოს 18:00 საათამდე იმოქმედებს.
19-12-2024
18-12-2024