გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს ბოდიშს უხდის

15-08-2018

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს ფრაზისთვის-„ცოტა ტვინი გაანძრიეთ“- ბოდიში მოუხადა.

განცხადება ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.


"ზოგჯერ ცოტა ხუმრობა შეიძლება. ნუ ვიქნებით ყოველთვის ძალიან სერიოზულები. ეს იყო ხუმრობა და იმედი მაქვს, არ მიიღეთ სერიოზულად. თუ ვინმემ სერიოზულად მიიღო, ბოდიშს ვუხდი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.


შეგახსენებთ, ზურაბიშვილი დღეს ჟურნალისტებს კითხვის საპასუხოდ „ტვინის განძრევისკენ“ მოუწოდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31