გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: ჩვენ საქართველოს მშვიდობიანად მივიყვანთ აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრებისაკენ, ეს აუცილებლად ასრულდება, ვერც ერთი ფადი ასლი და ლომჯარია ამ პროცესს ვერ შეაჩერებს

23-05-2023

„ვერც ბედავენ ეს ლაჩრები, მელიას, ხაბეიშვილის, ან ლომჯარიას პირით გაეხმოვანებინათ ეს, ამიტომ აარჩიეს ეს ღვაწლმოსილი სპიკერი უცხოელი, უცხოტომელი (მგონი, ჯალალ-ედ-დინის ეთნოსიდან არის დაახლოებით) და მას ათქმევინეს“,- განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“, სადაც ფადი ასლის განცხადებას გამოეხმაურა.

 

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ფადი ასლის განცხადებით სურთ ახალი ნარატივის შემოტანა, ეს მიზანმიმართული პროცესია და სურთ საქართველომ უარი თქვას აფხაზეთსა და ოსეთზე.

 

„საზოგადოების აზრის ტესტირება დაწყებულია. ფადი ასლის გუშინდელმა განცხადებამ თვალნათლივ დამანახა ჯალალ-ედ-დინის რეინკარნაცია, რომელმაც სიონიდან გამოიტანა ხატები, დაალაგა მეტეხის ხიდზე და მისცა ქართველებს ბრძანება - დააბიჯეთ და ისე გადადით მტკვრის მეორე მხარესო.

 

ამას რა მოჰყვა, ყველამ ვიცით - 100 ათასი ქართველი მართლმადიდებელი მოწამის სიცოცხლე ემსხვერპლა (მოწამებრივად აღესრულნენ ისინი). აი ამ ნაღმს დააბიჯა ფადი ასლიმ საქართველოში.

 

ყველაფერი შერაცხეს რუსულად. ჩემი და თქვენი მისწრაფება სოხუმისკენ და ცხინვალისკენ, ეს არის რუსული პროექტი და უნდა ვთქვათ უარი.

 

ვერც ბედავენ ეს ლაჩრები, მელიას, ხაბეიშვილის, ან ლომჯარიას პირით გაეხმოვანებინათ ეს, ამიტომ აარჩიეს ეს ღვაწლმოსილი სპიკერი უცხოელი, უცხოტომელი (მგონი, ჯალალ-ედ-დინის ეთნოსიდან არის დაახლოებით) და მას ათქმევინეს. ის, რომ ჩვენ საქართველოს მშვიდობიანად მივიყვანთ აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრებისაკენ, ეს აუცილებლად ასრულდება, ვერც ერთი ფადი ასლი და ლომჯარია ამ პროცესს ვერ შეაჩერებს“,-განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930