16-08-2018
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა გარდაბნის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის V კვარტლის, აღმაშენებლის გამზირის, ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, ლეჟავას, ცაბაძის, სანაპიროს, ნაკადულის (ნაწილობრივ), სამასი არაგველის (ნაწილობრივ), ქინძმარაულის (ნაწილობრივ), თაკვერის, ჩხავერის და საფერავის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
11 საათიდან 15 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას კახეთის გზატკეცილის, რევაზ მამისაშვილის, ლორთქიფანიძის, ქინძმარაულის (ნაწილობრივ) და ანდრია დადიანის ქუჩების, 10:30 საათიდან 17 საათამდე ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ბეჟანიშვილის, შერვაშიძის, ჟორდანიას და ხუდადოვის (ნაწილობრივ) ქუჩების, 11 საათიდან 13 საათამდე ჟღენტის, ირემაშვილის, ხვანჭკარის, ტყიბულის, ჩარგლის, მაღალაშვილის, სიხარულიძის, გარიყულის, თიანეთის, ბარამიძის და გამყრელიძის ქუჩების, ხოლო 10 საათიდან 17საათამდე უშანგი ჩხეიძის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლები.
ასევე გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა თავისუფლების მოედნის, კოლმეურნეობის მოედნის, ბამბის რიგის, რკინის რიგის, ვერცხლის, ერეკლე მეორის, ალექსანდრე დიუმას, შოთა ნიშნიანიძის, იეთიმ გურჯის, ჩახრუხაძის, ივერიის, შავთელის, თუმანიანის, ლეონიძის, სანაპიროს, ილია და ნინო ნაკაშიძეების, ბარათაშვილის, ავლევის, ყავლაშვილის, აკოფიანის, გორგასლის, ანტონ კათალიკოსის, აბესაძის, ათონელის, ვახტანგ ბერიძის, ტყავის, ალექსანდრე ჩიკვაიძის, ფურცელაძის, ვეკუას, ორბელიანის, პუშკინის, ეფრემ მცირეს და შარდენის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11საათიდან 17 საათამდე ყაზბეგის გამზირის, თამარაშვილის, ანტონოვსკაიას, უნივერსიტეტის და დელისის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11საათიდან 18 საათამდე გობრონიძის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.
19-12-2024
18-12-2024