გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
პენტაგონის ყოფილი მაღალჩინოსანი: სააკაშვილის მოქმედებები ჩვენ შეშფოთებას ჯერ კიდევ 2008 წლამდე იწვევდა

16-08-2018

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, მარკ სიმაკოვსკის განცხადებით, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოქმედებები შტატებში შეშფოთებას ჯერ კიდევ 2008 წლის ომის დაწყებამდე იწვევდა.


ეს განცხადება სიმაკოვსკიმ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში გააკეთა.


"ჩვენს შეშფოთებას ჯერ კიდევ 2008 წლამდე მომხდარი მოვლენები იწვევდა. კერძოდ კი პრეზიდენტ სააკაშვილის მოქმედებები აფხაზეთში, კოდორის ხეობაში. ასევე ქართული არმიის მილიტარიზაცია და სამხედრო შესყიდვები, რომლებიც ქმნიდა წარმოდგენას, რომ საქართველოს პოტენციურად შეეძლო ისეთი ზომების მიღება, რომლებიც რუსეთის პროვოცირებას მოახდენდა ან მათ რაციონალურ მიზეზს მისცემდა საქართველოს სუვერენიტეტი კიდევ უფრო შეელახა. გარდა ამისა, ვიტყოდი, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ უნდობლობის გამო, ამერიკელი ოფიციალური პირები უწყვეტად იმეორებდნენ, რომ საქართველომ თავი უნდა შეიკავოს და რუსეთის პროვოცირება არ მოახდინოს. ეს იმიტომ, რომ ამერიკის მთავრობას მიაჩნდა, რომ რუსეთის ფედერაცია საბაბს ეძებდა საქართველოზე დარტყმა მიეტანა და მისი ნატოსკენ სვლისთვის ხელი შეეშალა. ეს ძალიან რთული და დელიკატური თამაში იყო. მახსოვს, მაშინდელი თავდაცვის მდივანი [ბობ] გეიტსი, კონფლიქტამდე საქართველოს მთავრობის წევრებს რამდენჯერმე ესაუბრა იმის საჭიროებაზე, რომ შეენარჩუნებინათ სიმშვიდე და არ გამოხმაურებოდნენ რუსეთის პროვოკაციებს, რადგან საქართველო რუსეთთან კონფლიქტს თავს ვერ გაართმევდა და ამ ომს ვერ მოიგებდა. ეს საუბრები უმაღლეს დონეზე ხდებოდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, რუსეთია პასუხისმგებელი საქართველოში შეჭრაზე და საქართველოს ისეთ პროვოკაციაზე წამოგებაზე, რომელიც ქვეყანაში შეჭრისთვის გამოიყენეს... და შემდეგ, აგვისტოში მომხდარ ზოგიერთ ამ მოქმედებაში საქართველო დაადანაშაულეს"-აცხადებს სიმაკოვსკი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930