23-05-2023
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში, სალამურის დიდოსტატის ომარ კელაპტრიშვილის სახელ-მუზეუმის ეზოს და ფასადის ნაწილობრივი რეაბილიტაციის სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, პირველ მოადგილესთან დავით ქისიშვილთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან აჩიკო გიგოლაშვილთან ერთად დაათვალიერა.
პროექტიდან გამომდინარე მუზეუმის შესასვლელში მოეწყო ბეტონის საფარი, ხოლო ეზოს მხარეს იგება დეკორატიული ფილები. პარალელურად მიმდინარეობს გარე ფასადის შეღებვის წინა მოსამზადებელი სამუშაოებიც.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ინდ/მეწარმე დავით კოშაძე ახორციელებს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15 870 ლარის ფარგლებში ფინანსდება.
საქართველოს სახალხო არტისტს, მრავალი საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატს, პირველი ადგილისა და ოქროს მედლის მფლობელ ომარ კელაპტრიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის ეროვნული ინსტრუმენტული კულტურის განვითარებაში.
16-11-2024
16-11-2024