გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ამილახვარმა პროფესიული კოლეჯების დირექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

25-05-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საჯარო და კერძო პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.


შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა პროფესიულ განათლებაში არსებული გამოწვევები განიხილეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.


საუბრისასმინისტრმა პროფესიული განათლებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების კუთხით საჯარო და კერძო პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და დამსწრე საზოგადოებას პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებით საკუთარი ხედვები გააცნო.


გიორგი ამილახვარმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პროფესიული განათლების სისტემაში დამსაქმებელთა როლის გაძლიერებაზე. კერძოდ, იმ სწრაფი მექანიზმის შემუშავებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს დამსაქმებლების დროულ ჩართულობას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისა და კოლეჯების მშენებლობის პროცესში.


როგორც მინისტრმა საუბრისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია არსებული პრიორიტეტების გადახედვა, რათა ისინი პირდაპირ პასუხობდეს დამსაქმებლებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს. მისი თქმით, სამინისტრო ამ მიმართულებით, კოლეჯების წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, გააგრძელებს აქტიურ მუშაობას.


გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, პროფესიული კოლეჯების ხელმძღვანელებთან შეხვედრები პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930