გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს... მშვიდობას, კეთილდღეობას, გამარჯვებას და გაერთიანებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს

26-05-2023

ჩემო ძვირფასებო, ათასწლეულების განმავლობაში, ისტორიის სცენაზე ჩნდებოდნენ ძლევამოსილი იმპერიები, რომელთაგან დღეისთვის მხოლოდ სახელები შემორჩა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


პრემიერის თქმით, იმპერიათა შორის ბრძოლების ეპიცენტრში მდებარე ჩვენი პატარა ქვეყანა, მაგრამ დაუმარცხებელი და გაუტეხელი ქართველი ერი, მცირერიცხოვანი მაგრამ ამაყი და თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხი საუკუნეების განმავლობაში ყოველდღიური შრომით, ცოდნისა და განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვით, საჭირო დროს - მოთმინებით, საჭირო დროს - თავდადებული ბრძოლით და რაც მთავარია - უფლის რწმენითა და სამშობლოს სიყვარულით უწყვეტად ქმნიდა მსოფლიოს უძველესი ერების ისტორიათა შორის ერთ-ერთ საოცარ, ამაღელვებელ და საამაყო გმირულ ისტორიას.


„ამ ისტორიის გაგრძელება, ჩვენს დიდ წინაპართა მემკვიდრეობის - ჩვენი შვილებისთვის გადაცემა და ქართველთა მრავალი თაობის ოცნების ასრულებისკენ - გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა დღევანდელ თაობებს გვაკისრია. 26 მაისს ყველაზე მძაფრად ვგრძნობთ, რომ ჩვენ ყველანი ჩვენი სამშობლოს ისტორიის გამგრძელებელნი, მისი აწმყოს, მისი ერთიანობისა და ძლიერების შემოქმედნი ვართ. ამ პროცესში თითოეული თქვენგანის, ამ მიწაზე მცხოვრები ყველა მოქალაქის როლი უნიკალური და შეუცვლელია.


მე კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მშვიდობას, კეთილდღეობას, გამარჯვებას და გაერთიანებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930