გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ამილახვარი სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

26-05-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.


გიორგი ამილახვარი: სრულიად საქართველოს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულს, დამოუკიდებლობის დღეს. საამაყოა, რომ ზუსტად 105 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ თბილისში, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტის მიღებით, ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა და დემოკრატიული სისტემა შეიქმნა.

 

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოს წარმოადგენს. ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ წინაპრების ამ უძვირფასეს მონაპოვარს და ერთად ვიზრუნოთ თითოეული ადამიანის უფლებების დაცვაზე, დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობასა და საზოგადოებაში თანასწორობის დამკვიდრებაზე.

 

მთელ საქართველოს და განსაკუთრებით ჩვენს მოსწავლეებს, მათ მშობლებს, მასწავლებლებს, სკოლების დირექტორებს, სრულიად სასკოლო საზოგადოებას, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მეცნიერებს კიდევ ერთხელ გილოცავთ ქვეყნის მთავარ დღესასწაულს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გისურვებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31