9-01-2018
დედაქალაქის ცენტრში სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილება გარკვეული გრაფიკით მოხდება, – ამის შესახებ ქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, სადისტრიბუციო კომპანიებთან შეხვედრა უკვე შედგა და დღის რომელ მონაკვეთში განხორციელდება დისტრიბუცია, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
,,შედგა შეხვედრა. ჩვენ ვესაბურეთ სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს და სხვათა შორის ძალიან კარგი შეხვედრა იყო. მადლობა მათ თანამშრომლობისთვის. გარკვეული ცვლიბები განხორცილედება. თუ რა ცვლიბები და რა საათებში იმოძრავებენ სადისტრიბუციო მანქნები ქალაქის ცენტრში, ძალიან მალე, უახლოეს დღეებში გადაწყდება”,- აღნიშნა კახა კალაძემ.