30-05-2023
„პირველ რიგში, ვულოცავ ბატონ ერდოღანს არჩევნებში გამარჯვებას. ნამდვილად ღირსეული კანდიდატი იყო თურქეთისთვის. საქართველოშიც, დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა ერდოღანს გულშემატკივრობდა, რადგან იქაც იგივე პრობლემები გამოჩნდა, რაც ჩვენ გვაქვს. მაგალითად, გლობალური ომის პარტიისგან ორმაგი სტანდარტები და ა.შ.“, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ერდოღანს თავის ქვეყანაში ის საზოგადოება უჭერს მხარს, რომელსაც სამშობლოს, ოჯახის, ეროვნულობის, იდენტობის სიყვარულის განცდა აქვს და სწორედ ამიტომ იმსახურებს პატივისცემას ერდოღანი საქართველოშიც.
„ანალოგიურ განცხადებებს აკეთებს ერდოღანი, რასაც ჩვენ, რადგან ისიც ხედავდა, რომ მის წინააღმდეგ უცხო ქვეყნის წარმომადგენლები ცდილობდნენ არჩევნებში ჩარევას. ერდოღანმა, ასევე, თურქეთის შს მინისტრმა, პირდაპირ ამხილა ეს ყველაფერი. მათ ან ჩვენ ეს დაგვესიზმრა? ხომ ფაქტებით ვსაუბრობთ.
ერდოღანს თავის ქვეყანაში ის საზოგადოება უჭერს მხარს, რომელსაც თავისი ქვეყნის, ოჯახის, ეროვნულობის, იდენტობის სიყვარულის განცდა აქვს.“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი რადიკალური ოპოზიციის თემასაც შეეხო. მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ეს ადამიანები ოპოზიციას არ წარმოადგენენ, რადგან ისინი არიან ყველაფერზე წამსვლელები, ამიტომ, პოლიტიკური სივრციდან უნდა გავიდნენ.
„რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ასე მოქმედებენ - ვითომ არაფერია, რაც მანამდე აკადრეს სალომე ზურაბიშვილს, დღეს შეუძლიათ გამოვიდნენ და მოწიწებით ესაუბრონ. ეს ის ხალხია, რომლებმაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ჯარისკაცების ცხედრები ჯერ გაციებულიც რომ არ იყო, ხალხს წაგებული ომი აზეიმეს და რუსეთთან დათბობის პოლიტიკაზე ალაპარაკდნენ. ბოდიში და უძვრებოდნენ რუსეთს - რა არ იკადრეს. ასეთები არიან დამქაშებიანად, რაც ხელის გულზე ჩანს უკვე. აქ გადის ბრძოლის ხაზი და ეს არ არის დასათმობი. აღარაფერია დარჩენილი, რაც მათ არ უკადრიათ.
მაგალითად, ელენე ხოშტარია, რომელსაც წაშლილი აქვს ზღვარი - მისი ოჯახი რუსეთის ბიუჯეტიდან ფინანსდება და ვითომც არაფერი, მერე რაო. მამამისი აქეთ დასცინის საზოგადოებას - ნაკლებ ტანკს იყიდიან, რადგან ფულს გვირიცხავენო. ასეთი შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება აქვთ საზოგადოების მიმართ. ეს ადამიანები ოპოზიციას არ წარმოადგენენ, ესენი არიან ყველაფერზე წამსვლელები. ამიტომ, როგორმე, უნდა მოვახერხოთ და ესენი ნაბიჯ-ნაბიჯ გავწიოთ, რომ ჯანსაღი ოპოზიცია შეიქმნას საქართველოში“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024