გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი კალანდია: გარდაიცვალა ქართული კულტურის უდიდესი გულშემატკივარი, ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე უზომოდ შეყვარებული იაროსლავა (ლოლა) პეტროვა

30-05-2023

ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ ასეთი შინაარსის სამძიმრის დაწერა მომიწევდა. გარდაიცვალა ქართული კულტურის უდიდესი გულშემატკივარი, ჩვენს ქვეყანაზე და მის ხალხზე უზომოდ შეყვარებული იაროსლავ (ლოლა) პეტროვა. ამის შესახებ ისტორიკოსი, ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი და „იმედის“ წამყვანი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში წერს.


„ცოტა ადამიანია ჩემს ცხოვრებაში ვინც ყველაზე მნიშვნელოვან თუ მძიმე მომენტში მხარი დამიჭირა, მენდო, გვერდში დამიდგა და საქმის კეთების საშუალება მომცა, მათ შორის ერთ-ერთი უპირველესი ლოლა გახლდათ! ქალბატონი ლოლა რომელმაც ხელოვნების სასახლის გადარჩენის საქმეში თავის დროზე გადამწყვეტი როლი შეასრულა, სწორედ მისი ინიცატივით და ფინანსური თანადგომით მუზეუმში ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები წამოვიწყეთ... ლოლა (იაროსლავა) პეტროვა 2011-2013 წლებში იყო აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშე საქართველოში, 2013-2014 წლებში საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსი.. იმ წლებში დღენაიადაგ ქართულ კულტურასა თუ სიძველეების ბედზე ზრუნავდა და ფიქრობდა... ლოლა 47 წლის ასაკში უკურნებელი სენისაგან გარდაიცვალა, ის ეროვნებით უკრაინელია, მოქალაქეობით ამერიკელი, თუმცა სიცოცხლის ბოლო დღეები საქართველოში გაატარა და ბოლო სურვილის თანახმად აქვე დაიკრძალება... მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა... იმ ქვეყნისა რომელიც ლოლას თავდავიწყებით უყვარდა“, - წერს კალანდია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930