გაიგე განსხვავებული

კვირა, აგვისტო 03, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კვლევის „გარემოსდაცვითი განათლებისა და ცნობიერების დონის შეფასება ეროვნულ დონეზე“ პრეზენტაცია გაიმართა

30-05-2023

კვლევის „გარემოსდაცვითი განათლებისა და ცნობიერების დონის შეფასება ეროვნულ დონეზე“ პრეზენტაცია გაიმართა. ეროვნულ დონეზე გარემოსდაცვითი განათლებისა და ცნობიერების დონის კვლევა 2022 წელს პირველად ჩატარდა. კვლევის მიზანს გარემოსდაცვითი განათლებისა და ცნობიერების დონის შესახებ სანდო სტატისტიკური და ანალიტიკური მონაცემებით სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის უზრუნველყოფა წარმოადგენდა.


კვლევის საფუძველზე, შემუშავდება და განხორციელება სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამა.

„აღსანიშნავია, რომ კვლევის ფარგლებში, მოსახლეობის უმრავლესობამ (59%) დააფიქსირა გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ ცოდნის/ცნობიერების გაღრმავების სურვილი.


კვლევა ასევე მოიცავდა მოსახლეობის ქცევისა და დამოკიდებულებების ანალიზს გარემოსდაცვით საკითხებთან მიმართებით, როგორიცაა ბუნებრივი რესურსები, ატმოსფერული ჰაერი, ნარჩენები, ტყის მართვა და კლიმატის ცვლილება.


კვლევა „გარემოსდაცვითი განათლებისა და ცნობიერების დონის შეფასება ეროვნულ დონეზე“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მხარდაჭერით ჩატარდა.


კვლევა განახორციელა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA). გამოყენებული იყო როგორც თვისებრივი, ისე რაოდენობრივი კვლევის მეთოდები. ფოკუს ჯგუფები, ექსპერტული ინტერვიუები და რაოდენობრივი გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა.


კვლევის პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნიკ ბერესფორდი, შვედეთის საელჩოს გარემოსდაცვითი პროგრამების ხელმძღვანელი ხათუნა ზალდასტანიშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი და დაინტერესებული საზოგადოება ესწრებოდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031