გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო

30-05-2023

ბათუმის ტექნოპარკში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო. სამი დღის განმავლობაში ფინალისტი სტარტაპერები საკუთარი პროექტების პრეზენტაციას საინვესტიციო კომიტეტის წინაშე წარადგენენ.

ჟიური დაკომპლექტებულია მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორებით: 

  • Martin Ringlein- ინვესტორი, ანტერპრენერი და Adventure Fund-ის მმართველი პარტნიორი, რომელსაც ინვესტიციები განხორციელებული აქვს ისეთ ცნობილ კომპანიებში, როგორებიცაა: SpaceX, Uber, Coinbase და სხვა.
  • Luke Kowalski- Oracle-ის ვიცე პრეზიდენტი, რომელსაც მრავალმხრივი გამოცდილება აქვს სტარტაპებთან ბიზნესის მოდელირებისა და ტექნიკური დიზაინის მიმართულებით, მათ შორის - Netscape's Server-თან ელექტრონული კომერციის დარგშიც.
  • Tim Wagner- ინვესტორი მრავალწლიანი გამოცდილებით, როგორც მარკეტინგის, ასევე პროდუქტების განვითარებისა და ბიზნეს გუნდების მართვის მიმართულებით.
  • Bill Reichert- 20 წელზე მეტი გამოცდილების ინვესტორი, მეწარმე, ვენჩურული კაპიტალისტი, მენტორი, სპიკერი, მრჩეველი და ლექტორი.
  • Sacha Michaud- გლოვოს თანადამფუძნებელი, ანტერპრენერი, ინვესტორი და მრჩეველი.

გამარჯვებულები 2023 წლის 1 ივნისს გამოვლინდებიან - სტარტაპები, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა, გახადონ თავიანთი კომპანია უფრო წარმატებული და შეძლონ პროდუქტის გლობალურ ბაზარზე გატანა.


საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2023 წლის 8 თებერვალს მეათედ გამოაცხადა. თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ცხრა რაუნდის ფარგლებში ჯამურად 175 სტარტაპი დაფინანსდა.


პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930