30-05-2023
მინდა ვისაუბრო საქართველოს სიტუაციაზე, იმიტომ რომ ჩვენ ყველას პატივს ვცემთ, მხარს ვუჭერთ უკრაინას, უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, გვინდა რომ მშვიდობა აღდგეს და ძალიან მალე აღდგეს, მაგრამ მინდა ჩემს ქვეყანაზე ვისაუბრო ჯერ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ომის შემდეგ, 2008 წელს, მემგონი საკმაოდ იმედგამაცრუებელი იყო, რომ სანქციები არ იყო დაწესებული რუსეთის წინააღმდეგ, ყველამ გააგრძელა ჩვეულებრივ რეჟიმში ბიზნესის წარმოება რუსეთთან.
„მე მესმის თქვენი კითხვა, მესმის თქვენი აზრი და ფიქრები უკრაინაზე და ყველას აზრი მესმის, მაგრამ ჩვენ ჯერ საკუთარი თავის ინტერესები გვაქვს, რუსეთის ჯარი გვყავს ჩვენს ტერიტორიაზე, ამიტომ ვირჩევდი, რომ იდეალურ სცენარზე მესაუბრა საქართველოს კონტექსტში, როგორ გადაგვეჭრა ეს პრობლემა, ეს ოკუპაციის საკითხი, რაზეც არავინ არ საუბრობდა ადრე. და ომის შემდეგ, 2008 წელს, მემგონი საკმაოდ იმედგამაცრუებელი იყო, გავიმეორებდი, რომ სანქციები არ იყო დაწესებული რუსეთის წინააღმდეგ, ყველამ გააგრძელა ჩვეულებრივ რეჟიმში ბიზნესის წარმოება რუსეთთან.
ამიტომ ჩემი საბოლოო მიზანი და ყველა ქართველის და ჩვენი მთავრობის საბოლოო მიზანია იმის მიღწევა, რასაც ჰქვია დეოკუპაცია, მშვიდობიანი გზით.
2012 წელს, როცა მოვედით ხელისუფლებაში, ჩვენ დავნერგეთ ახალი მიდგომა, ჩვენ მას „სტრატეგიულ მოთმინებას" ვეძახით. საქართველოს აქვს უშუალო საზღვარი, 600 კმ რუსეთთან, ამიტომ ეს არის ჩვენთვის დიდი გამოწვევა.
მიუხედავად იმისა, რომ ერთის მხრივ, ეს ოკუპაცია ჩვენს ქვეყანას აყენებს უშველებელი რისკებისა და გამოწვევების წინაშე, მეორეს მხრივ, საქართველომ მოახერხა და მიაღწია უსაფრთხოების, სტაბილურობის და მშვიდობის უზრუნველყოფა.
თანამედროვე ისტორიაში, როცა დავიბრუნეთ 90-იან წლებში დამოუკიდებლობა, ეს ჩემი და ჩვენი მთავრობის არსებობა არის ერთადერთი პერიოდი, როდესაც მშვიდობა გვაქვს ქვეყანაში. სხვა მთავრობის პირობებში 90-იანი წლებიდან მოყოლებული, გვქონდა ომი და ესკალაცია და კონფლიქტი. ჩემს პერიოდში ეს არ ყოფილა, ტერიტორიებიც არ დაგვიკარგავს. თან ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას, უვიზო მიმოსვლა გაგვაჩნია, ევროპული პერსპექტივა მივიღეთ. ეს მემგონი საოცრებაა, ეს კარგი გამოცდილებაა, კარგი მაგალითია, ხო ასეა, ჩვენ ვქმნით კარგ პრეცედენტს, ნავიგაციას ვახდენთ ამ ტურბულენტურ გარემოში, როგორ გადავრჩეთ პატარა ქვეყანა. კი ბატონო, პატარა ქვეყანა, არ ვართ ნატოს წევრი, თუმცაღა გვინდა ვიყოთ ნატოს წევრი, არ ვართ ევროკავშირის წევრი, მაგრამ ნავიგაციას ვცდილობთ აი ამ რთულ სიტუაციაში", - განაცხადა პრემიერმა.
16-11-2024
16-11-2024