გაიგე განსხვავებული

პარასკევი, მაისი 23, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ვისაც ვესაუბრე, ჩვენს ევროპელ კოლეგებს, მეგობრებს, ყველასგან მივიღე სიტყვიერი დაპირება, რომ მხარს დაგვიჭერენ

1-06-2023

მე ვისაც ვესაუბრე, ჩვენს ევროპელ კოლეგებს, მეგობრებს, ყველასგან მივიღე სიტყვიერი დაპირება, რომ ისინი მხარს დაგვიჭერენ, როცა იქნება განხილვა ჩვენი საკითხის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვაში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, მათ ძალიან კარგად ესმით, რომ საქართველო ძალიან რთულ მდგომარეობაშია.


„ისინი აღიარებენ იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, ესმით ძალიან კარგად, რომ ჩვენი ქვეყანა არის ძალიან რთულ მდგომარეობაში. მიმაჩნია, რომ ძალიან რთული იქნება სხვა აზრის გამარჯვება, იმდენად კარგად ესმით ეს რეალობა", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031