გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-15 საერთაშორისო გამოფენა WINEXPO 2023 გაიხსნა

2-06-2023

თბილისი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-15 საერთაშორისო გამოფენას WINEXPO 2023 მასპინძლობს. გამოფენა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, გამოფენების ცენტრის „ექსპოჯორჯია“ დირექტორმა, რესან ქიქავამ და კონკურსის GeorgianInternationalWineAward ჟიურის თავჯდომარემ, ღვინის მაგისტრმა, ტიმ ატკინმა გახსნეს.


„სახელმწიფო წლებია არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას ახორციელებს ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის, რის შედეგადაც, დღეს, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ საქართველო 8000 წლოვანი უწყვეტი რთველის ისტორიითღვინის სამშობლოა. ყოველწლიურად გვაქვს ღვინის ექსპორტის მზარდი მაჩვენებელი. შარშან განვახორციელეთ რეკორდული რაოდენობის, 103 მლნ ლიტრი ღვინის ექსპორტი, რაც 23 მლნ-ით აღემატება წინა წლის მონაცემებს. ვფიქრობ, ეს საკმაოდ მასშტაბური რიცხვებია; წელსაც, მნიშვნელოვანია, რომ ვინარჩუნებთ ზრდის ამ დინამიკას. ეს არის ჩვენი, კერძო სექტორის და სახელმწიფოს ერთობლივი მუშაობის შედეგი და, დარწმუნებული ვარ, ეს შედეგი კიდევ უფრო გაუმჯობესდება. მომავალ წლებში, სახელმწიფოკიდევ უფრო მეტ რესურსებს გამოყოფს იმისათვის, რომჩვენი ღვინოყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე და გამოფენაზე იყოს წარმოდგენილი. ჩვენ მეწარმეებს უნდა ჰქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.


ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა WINEXPO კავკასიის რეგიონში, მეღვინეობის დარგში, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც დარგისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა აქტივობას აერთიანებს.


წელს, გამოფენაში WINEXPO2023 შვიდი ქვეყნის (საქართველო, იტალია, გერმანია, უნგრეთი, თურქეთი, უკრაინა და სომხეთი) 200-მდე კომპანია საკუთარ პროდუქციასა და სერვისს სთავაზობს დამთვალიერებელს. გამოფენაზე, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი მსხვილი საწარმოების, მცირე, საშუალო და საოჯახო მარნების პროდუქციის გარდა,  წარმოდგენილი იქნება ღვინის ინდუსტრიაში არსებული ტექნოლოგიები, შესაფუთი და დამხმარე მასალები, მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები, სანერგეები, სასუქები, აქსესუარები, სერვისები და სხვ.


WinExpo 2023 მწარმოებლებთან ერთად, მასპინძლობს ექსპორტიორებს, სომელიეებს, სასტუმროების, რესტორნების, სავაჭრო ქსელებისა და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებსა და, რა თქმა უნდა, ღვინის მოყვარულებს მთელი მსოფლიოდან. 


გამოფენის ფარგლებში, გასული წლების მსგავსად, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 40-მდე მცირე, საშუალო და საოჯახო მარანი გამოფენის სტუმრებს საკუთარ პროდუქციას, სხვადასხვა სახის ღვინოს, მათ შორის ქვევრისა და ბიოდინამიურღვინოებს,   გააცნობს. 


ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა ქართველი მწარმოებლებისთვის გააცნონ საკუთარი პროდუქცია მომხმარებლებს, მოიძიონ პარტნიორები და გაზარდონ საექსპორტო შესაძლებლობები. აღსანიშნავია, რომ გამოფენის WINEXPO მასშტაბი, მონაწილე კომპანიების და ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რაც ადასტურებს, რომ გამოფენა პრესტიჟულია, ხოლო ქართული ღვინისადმი  ინტერესი გაზრდილია.


WinExpoGeorgia 2023-ის მხარდამჭერები არიან  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო.


ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-15 საერთაშორისო გამოფენა WinExpoGeorgia 2023  2-4 ივნისს, გამოფენების ცენტრის „ექსპოჯორჯია“ მე-11 პავილიონსა და მის მიმდებარე სივრცეში 11:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე გაიმართება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930