გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია გაბრიჭიძე: ლობისტური კომპანია „ფორმულას“ გარშემო შექმნილ ვითარებაზე ინფორმაციას ამერიკულ მედიას, ანალიტიკურ ცენტრებსა და ორგანიზაციებს მიაწვდის, ჯამში ტელევიზია 420 ათას დოლარს იხდის

5-06-2023

ექსპერტი გია გაბრიჭიძე ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ დავით კეზერაშვილის ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.


როგორც ექსპერტი წერს, სააკაშვილს ხომ მაგრად "დაეხმარა" ის ლობისტური ორგანიზაცია, უზარმაზარი მაყუთი რომ აახია გიულას და ამათაც მაგრად უშველიან.


„FARA-ში გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ლობისტური კომპანია „ფორმულას“ გარშემო შექმნილ ვითარებაზე ინფორმაციას ამერიკულ მედიას, ანალიტიკურ ცენტრებსა და ორგანიზაციებს მიაწვდის.


ჯამში ტელევიზია 420 ათას დოლარს იხდის. კაი, ვთქვათ და მიაწვდის. მერე? ისინი ვისაც ინფორმაციას "მიაწვდიან" თავიანთ ტელევიზორებს "ფორმულაზე" გადართავენ, თუ შეწუხებული სახეებით "ნწ, ნწ, ნწ, ეს რა ხდებაო" იტყვიან და რაღაც სისულელეს დაწერენ? სააკაშვილს ხომ მაგრად "დაეხმარა" ის ლობისტური ორგანიზაცია, უზარმაზარი მაყუთი რომ აახია გიულას და ამათაც მაგრად უშველიან ამერიკაში არ გამიშვებენ, თორე რამე ლობისტურ კომპანიას გავხსნიდი, მარა არ ვევასები ამ დეგნანს და რა ვქნა?“- წერს გია გაბრიჭიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930