18-08-2018
მიმდინარე წლის 18 აგვისტოს დღის 17:00 საათიდან კახეთის რეგიონში ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებიდან შემოვიდა, უპრეცედენტოდ დიდი, 7000 კვ.კმ-მდე მასშტაბის ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში პროცესი, რომელმაც შემოიტანა უკვე ჩამოყალიბებული 40-60 მმ დიამეტრის მქონე სეტყვის მარცვლები.
“ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის” დაცვის არეალში პროცესის შემოსვლისთანავე მოხდენილ იქნა სეტყვის ღრუბელზე ზემოქმედება და შეზღუდულ იქნა უკვე არსებული 40-60 მმ ზომის მარცვლების შემდგომი ზრდა.
ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრმა მიმდინარე უპრეცედენტოდ მასშტაბური ატმოსფერული პროცესების შესამსუბუქებლად 200 ერთეულამდე რაკეტა გაისროლა და სისტემის საშუალებით ღრუბლის მასები მნიშვნელოვანწილად შეამცირა, მუშაობა ამ ეტაპზეც გარკვეული შეზღუდვების პირობებში მიმდინარეობს.
კერძოდ, ახმეტისა და თელავის რაიონებში სარაკეტო დამუშავება სროლისათვის აკრძალული ზონების არსებობის გამო დასახლებული პუნქტების გარეთ განხორციელდა.
საგარეჯოს რაიონში აკრძალულ ზონებს დაემატა ჰაერში საფრენი აპარატების არსებობის გამო არსებული შეზღუდვებიც, რის გამოც საერთო ჯამში მნიშვნელოვანი შეზღუდვებით გასროლილ იქნა ორას ერთეულამდე რაკეტა.
20:00 საათის მდგომარეობით ნალექის მასები სეტყვის სახით სამივე რაიონში უმეტესად დასახლებული პუნქტების თავზე, სროლისთვის აკრძალულ ზონებში ჩამოიცალა.
აღსანიშნავია, რომ ასეთი დიდი მასშტაბის და მსგავსი ზომის სეტყვის მარცვლების შემცველი ფრონტალური ღრუბლის მასების შემოსვლა კახეთის რეგიონში, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის არსებობის პირობებში პირველად დაფიქსირდა.
19-12-2024
18-12-2024