6-06-2023
მე ვხედავ პერსპექტივას, რომ ოპოზიცია კიდევ ერთხელ და ძლიერად დამარცხდება 2024 წლის არჩევნებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მას არ სურს არასერიოზული ადამიანების ქმედებებზე გააკეთოს კომენტარი.
„არ მინდა არასერიოზული ადამიანების ქმედებებზე, ხაბეიშვილი ახსენეს და სხვები, გავაკეთო კომენტარი. ეს ადამიანები უბრალოდ არიან ჩვეულებრივი, მარგინალიზებული ძალა, რომელთაც არავითარი დღის წესრიგი არ აქვთ, ვერ სთავაზობენ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ხალხს რაიმე ალტერნატიულ აზრს, მოსაზრებას, გნებავთ კრიტიკას, აი შეხედეთ უბრალოდ, რომელი მათი გამოსვლა გახსენდებათ, რაიმე შინაარსიან თემაზე რომ ესაუბროთ?! არაფერზე. რა დონეზე არიან განადგურებულები, რომ მხოლოდ გადასულები არიან შეურაცხყოფაზე. აი ეს არის სახე, მარგინალიზებული, დეგრადირებული ოპოზიციის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024