6-06-2023
მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ვერ ვხედავთ რეალურად და მე მგონი ვერავინ ვერ ხედავთ, რეალურ მცდელობებს, რომ ეს ომი დასრულდეს, ან მოლაპარაკებების შესახებ მოწოდებები გაკეთდეს, პირიქით - ვხედავთ უფრო მეტ ესკალაციას, უფრო მეტ აგრესიას, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას შეეხებოდა.
მისივე თქმით, ეს არის ბრუტალური ომის ერთ-ერთი შედეგი.
„ეს არის ერთ-ერთი შედეგი ამ ბრუტალური ომისა, დამანგრეველი ომისა, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში, ეს ახალი არ არის, კახოვსკას ჰესი გაგიკვირდათ, მაგრამ დღემდე განადგურებულია უკრაინის ტერიტორიის 20%, ქალაქები, სოფლები, მიწასთან არის გასწორებული, კახოვსკას ჰესი ერთ-ერთია და სწორედ ამაზე გვაქვს ჩვენ საუბარი, მაშინ როცა ჩვენ მშვიდობის მნიშვნელობაზე მივუთითებთ ყოველდღიურად. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ვერ ვხედავთ რეალურად და მე მგონი ვერავინ ვერ ხედავთ, რეალურ მცდელობებს, რომ ეს ომი დასრულდეს, ან მოლაპარაკებების შესახებ მოწოდებები გაკეთდეს, პირიქით - ვხედავთ უფრო მეტ ესკალაციას, უფრო მეტ აგრესიას, ეს ერთ-ერთი გამოვლინებაა. შეგახსენებთ, რომ უკრაინის დამანგრეველი ომის შედეგად დღემდე 20% არის ოკუპირებული, ეს არის დღევანდელი რეალობა და ამბობენ, რომ ტრილიონი დოლარია ზარალი, რომელიც მიადგა უკრაინას და ყველაზე უფრო მეტი, მძიმე - ადამიანების სიცოცხლე, 500-ზე მეტი ბავშვი არის გარდაცვლილი და ათიათასობით ადამიანი არის დაღუპული. ეს არის უბედურება. ეს არის კატასტროფა, რომელიც უნდა შეჩერდეს.. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ მაგალითად რა შეიძლება იყოს ამ ომის ლოგიკური დასასრული?... მე მიმაჩნია რომ უნდა მოხდეს ყველაფერი, ყველამ უნდა გამოიყენოს ძალ-ღონე, რომ დასხდნენ მოსალაპარაკებლად და დაიწყოს მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესი, ამას ალტერნატივა არ აქვს. მე გეტყვით რატომ: თქვენ დღეს ახსენეთ ჰესი, ხვალ შეიძლება უფრო უბედურება მოხდეს. ადამიანების მკვლელობა უნდა შეჩერდეს, ეს არის ჩვენი პოზიცია,"- განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ბირთვული ომის რიტორიკა არათუ დაბრუნდა პოლიტიკურ დისკურსში, არამედ ყოველდღიურად რეალური მუქარები მომდინარეობს და ამ დროს ამას სჭირდება სერიოზული რეაგირება.
„მთავარი თემა - მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ბირთვული ომის რიტორიკა არათუ დაბრუნდა პოლიტიკურ დისკურსში, არამედ ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ, რომ რეალური მუქარები მომდინარეობს და ამ დროს ამას სჭირდება სერიოზული რეაგირება. პლანეტა და ჩვენი კონტინენტი მთლიანად შეიძლება დადგეს ძალიან დიდი კატასტროფის წინაშე. ამ ვითარებაში, როდესაც ჩვენ ჩვენი ეს დესტრუქციული არარაოებები მოგვიწოდებენ რაღაც პროვოკაციული ქმედებების ჩადენისკენ, ეს არის იმდენად უპასუხისმგებლო განცხადებები, ქმედებები, რამაც შეიძლება საერთოდ გაანადგუროს ჩვენი ქვეყანა.
როცა ქვეყანა, მით უმეტეს, 20% არის ოკუპირებული და აქ რუსული ჯარი გვიდგას, ჩვენი ამოცანაა ქვეყნის გადარჩენა, მშვიდობის შენარჩუნება, განმტკიცება, ზრდა, ეკონომიკის განვითარება. ძალიან ბევრი პროვოკაციული ქმედებაა - მაგალითად გეტყვით, ოპოზიცია მოითხოვდა როცა ომი ახალი დაწყებული იყო უკრაინაში, რომ ჩვენ მიგვეღო უკრაინიდან თვითმფრინავები, რომლებიც აქედან მოახდენდნენ მებრძოლების, მეომრების წაყვანას და ნებართვა ამაზე უნდა გაეცა მთავრობას, ანუ პირდაპირ თუ არაპირდაპირ სახელმწიფო გამოდიოდა უკვე ჩართული ამ კონფლიქტში, თქვენ გესმით ამის მნიშვნელობა?! და მით უმეტეს მაშინ, როცა არც ერთი, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, არც ერთი სახელმწიფო ამას არ აკეთებდა და არ აკეთებს დღესაც. ეს ერთ-ერთი მაგალითი და სხვა უამრავი მაგალითები არსებობს ამის,"- განაცხადა პრემიერმა.
16-11-2024
16-11-2024