6-06-2023
თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით საქართველოში უძრავი ქონების მასშტაბური ყოველწლიური კონფერენცია ,,გრემო’’ 2023 გაიმართა. უკვე მესამე წელია უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია „პროსპექტი“ სექტორის განვითარებაზე ზრუნვას და სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებისთვის საინტერესო შეხვედრებს აორგანიზებს.
წელს, ,,გრემოს’’ ფარგლებში როგორც პრეზენტაციები, ასევე პანელური დისკუსიები და B2B შეხვედრები გაიმართა. ძირითადი თემები, რომლის გარშემოც აჭარაში მოღვაწე სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების 70-მდე წარმომადგენელი გაერთიანდა: ბათუმის გენერალური გეგმის ხედვა, ცოდნა ნიშური ბაზრების კუთხით, სამშენებლო უსაფრთხოება, თანამედროვე ტექნოლოგიები და დაფინანსების შესაძლებლობები იყო.
მოცემულ ეტაპზე, ქვეყნის ეს ნაწილი სამშენებლო-დეველოპერული მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურია, სწრაფი ტემპით ვითარდება, მიმდინარეობს მასშტაბური პროექტები და ფინანსურ რესურსებზე მოთხოვნაც მზარდია. ღონისძიებამ მოგვცა პლატფორმა და შესაძლებლობა გვესაუბრა ახალ და აწ უკვე წარმატებულ პროექტებზე, ასევე კომერციული უძრავი ქონების ლიზინგზე, პროდუქტზე, რომელიც რეალურად პასუხობს მომხმარებლის მოთხოვნებს და დიდ ინტერესს იწვევს აუდიტორიაში. აღსანიშნავია, რომ ჩვენ გვაქვს რეალური ბერკეტები გავუმარტივოთ მომხმარებელს ცხოვრება, სწრაფი, მოქნილი და კონკურენტუნარიანი დაფინანსების შესაძლებლობით, რაც ასე ძალიან სჭირდება სექტორს“, - აცხადებს თიბისი ლიზინგის საკრედიტო დეპარტამენტის უფროსი ნოდარ ბარბაქაძე.
Prospect-ის მიზანია, ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში, მონაწილე კომპანიებს გაუზიაროს ყველაზე მნიშვნელოვანი და ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო საკითხები, სწორედ ამ მიზნით, წელს გრემო-ს ღონისძიება თბილისშიც, უკვე მე-3ჯერ იგეგმება.
16-11-2024
16-11-2024