გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენს უსუსურ და მარგინალიზებულ ოპოზიციას, მთელი თავისი სატელიტებით, ენჯეოებითა და თავისი ამ დეგრადირებული ხალხით, არაფერი არ დარჩენიათ გარდა იმისა, რომ გადავიდნენ პირად შეურაცხყოფაზე

6-06-2023

ჩვეულებრივი, მე არ მინახავს განცხადება, მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ, ჩვენს უსუსურ ოპოზიციას და მარგინალიზებულ ოპოზიციას, მთლიანად, მთელი თავისი სატელიტებით და ენჯეოებით, მთელი თავისი ამ დეგრადირებული ხალხით, არაფერი არ დარჩენიათ გარდა ერთისა, რომ გადავიდნენ პირად შეურაცხყოფაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.


ჟურნალისტის თქმით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომ 2 ივნისს დაკავებულებზე შესაძლოა მათი მონიტორინგი განხორციელდეს და ისინი ამბობენ, რომ ამ დაკავებულების საქმეს შეისწავლიან.


„ესეც სახეა ჩვეულებრივი, მე არ მინახავს განცხადება, მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ, ჩვენს უსუსურ ოპოზიციას და მარგინალიზებულ ოპოზიციას, მთლიანად, მთელი თავისი სატელიტებით და ენჯეოებით, მთელი თავისი ამ დეგრადირებული ხალხით, არაფერი არ დარჩენიათ გარდა ერთისა, რომ გადავიდნენ პირად შეურაცხყოფაზე. ისინი პროვოცირებენ.


როგორ არ მაინტერესებს ეხლა ხო წარმოგიდგენიათ საერთოდ, ეს არის მარტივი პროვოკაციები, რომელზეც საერთოდ სერიოზულ ადამიანს არ შეიძლება ჰქონდეს სერიოზული კომენტარი. ვინც პოლიციის შეურაცხყოფას და პროვოცირებას შეეცდება, ყველა იქნება დასჯილი", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728