გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მესაზღვრეებმა სიერა-ლეონეს ოთხი მოქალაქე დააკავეს

19-08-2018

 შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალციხის  და კარწახის სასაზღვრო სექტორის  დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად,  სიერა-ლეონეს 4 მოქალაქე დააკავეს. დაკავებულებს ბრალად ედებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა.


ჩადენილი დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 


გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ. გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031