10-01-2018
პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს დილით გარდაიცვალა. 19 წლის ახალგაზრდა მკურნალობას წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში თითქმის ორი კვირა გადიოდა.
მის მიღებაზე თანხმობა თურქეთის ორმა კლინიკამ გამოთქვა, რომლიდან ერთ-
ერთშიც ის ოჯახის წევრების თანხმობით რამდენიმე დღეში უნდა გადაეყვანათ.
თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა