გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: ახმეტის სოფლებში მოსახლეობას სტიქიისგან დაზიანებული ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ექნებათ

19-08-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სტიქიისაგან დაზარალებულ მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ექნებათ.


მინისტრი ახმეტის მუნიციპალიტეტში წუხელ მოსული ძლიერი წვიმისა და სეტყვისგან მიყენებული ზიანის აღმოფხვრის საგანგებო შტაბის შეხვედრას დაესწრო და არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიიღო.


„სახელმწიფო მუშაობს კომპანიებთან, რომ დაზიანებული ყურძნის ჩაბარება კახეთში სტიქიისგან დაზარებულებმა შეძლონ.

გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ ოპერატიულად, რომ გადარჩენილი ყურძნის დაბინავება მოხდეს უპრიბლემოდ. ამ შეხვედრაზე დავსახეთ სამომავლო გეგმა. უნდა ითქვას, რომ შტაბს აქვს მუდმივი კონტაქტი კომპაინებთან, რომლებიც სპირტის დამზადებას შეძლებენ დაზიანებული ყურძნისგან და ამ მხრივ ჩაბარების პრობლემა მოსახლეობას არ ექნება. ისე რომ ხვალიდან კრეფვას დაიწყებენ და მოხდება დაზიანებული ყურძნის გადამუშავება, რომ გადავარჩინოთ ის მოსავალი, რომელიც სამწუხაროდ ამ მასშტაბურმა სტიქიამ დააზიანა,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


შეხვედრის დასრულების შემდეგ, მინისტრმა, აგროდაზღვევის მექანიზმის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და მოსახლეობას მოუწოდა აქტიურად ისარგებლონ აგროდაზღვევით.


„მნიშვნელოვანია, რომ თითიოეულ პრობლემას ქონდეს კონკრეტული გადაწყვეტილებები, ამიტომ როდესაც ვსაუბრობთ დარგის განვითარებაზე ის მჭიდროდ არის დაკავშირებული აგროდაზღვევის ინსტრუმენტის გამოყენებასთან. რაც  უფრო მეტი იქნება მასშტაბი  აგროდაზღვევის დაფარვისა მით უფრო ხელმისაწვდომი იქნება ტარიფები ფერმერებისათვის, თუმცა დღეს სახელმწიფო  უკვე ახდენს 50 %-იან თანადაფინანსებას დაზაზღვეო სისტემაში,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დაზარალებულ მოსახლეობა შეხვდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031