9-06-2023
მე არ მიყვარს, როდესაც ადამიანები ღალატობენ ყველა ღირებულებას, თან როდესაც დავრწმუნდები, თორემ ისე არ ვაკეთებ განცხადებებს და ყველაფერი სიკეთე აგიხდეთ, ამ ღალატის დროს, თან უნდათ თანამონაწილე გაგხადონ, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართალის“ ხელმძღვანელმა, თაკო ჩარკვიანმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან არსებული უთანხმოების მიზეზებზე საუბრისას გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.
მისი თქმით, მელიამ იმ შეთანხმებას უღალატა, რომელზეც 2018 წელს, ჩარკვიანის სახლში მოილაპარაკეს.
ასევე აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ დაკავების შემდეგ სხვანაირად საუბარი დაიწყო.
„ვერავინ ვერასდროს ვერ გამხდის ჭუჭყიანი სვლის თანამონაწილედ. რა მოლაპარაკებაც იყო ჩემთან სახლში 2018 წელს, ყველაფერს უღალატა, არაფერი შეინარჩუნა. ასევე დაარღვია ყველაფერი რიგოლ ვაშაძის მიმართ და როგორ ლანძღავდა ბატონ გრიგოლს, ეთერი არ გამოუტოვებია. მე "ტვ პირველში" რომ მოვუსმინე, გაოგნებული დავრჩი როდესაც ბატონ გრიგოლს ლანძღავდა.
ჩემთან სახლში რა მოლაპარაკებაც იყო, რა ღირებულებებზეც იყო საუბარი, ყველაფერი მან დაარღვია. ამიტომ, საერთოდაც ვთვლი, რომ როდესაც დააკავეს, მას შემდეგ ცოტა სხვა მდგომარეობაში დაიწყო მან საუბარი. მე არ მინდა განვიხილო, ეს მასზე იყოს, ყველა ვერ უძლებს რაღაცებს. ყოველ შემთხვევაში, მივხვდი, რომ ეს ადამიანი საშიშია გადამწყვეტ ბრძოლაში და არ არის სანდო, მეტი არაფერი. მოვექეცი ისე, როგორც არასანდო ადამიანებს ექცევიან, ეს ჩემი თვისებაა“ - განმარტა თაკო ჩარკვიანმა.
ასევე, ჩარკვიანმა გაიხსენა რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქცია, რომელზეც დასწრებისგან, მისი თქმით, მელიამ მომხრეებს თავის შეკავება ურჩია.
„ციხეში მყოფ ადამიანთან რომ დამიპირებს ვიღაცა შემარცხვინოს, ამას ჰქვია დიდი ღალატი და მან ისეთი რამ ჩაიდინა ერთი წლის წინ, როდესაც რუსთაველზე თავი მოვიკალით მივიტანეთ გახმოვანება, ყველაფერი.
რაც იქ ჩაიდინა, სხვათა შორის, იმას მერე ხაბეიშვილს უკეთებდა ღია ეთერში, საინტერესო რაღაცაა, მაგრამ ჩემი მორევა იმ მომენტში უფრო იოლი იყო, იმიტომ რომ მე არ ვიყავი "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის წევრი და ბუნებრივია, რომ მისი "მრევლი" ანუ ამომრჩეველი მის თავმჯდომარეს დაემორჩილებოდა, როდესაც ეუბნებოდა რომ არ მიხვიდეთ, ჩვენი აქცია არ არის და ეს იყო აბსოლუტურად ნორმალური ხალხისგან.
ახლაც კი, ხაბეიშვილმა რომ თქვა, "ვივამედთან" მივიდეთ უბრალოდ მხარდასაჭერადო, წინა დღეს, "ტვ პირველის" ეთერში გამოვიდა [მელია] და თქვა, რავიცი, მიშას არ უნდოდა აქციები და არამგონია საჭირო იყოსო; დიანა ტრაპაიძე იძულებული გახდა ეთქვა, რომ იცით რა, შეიძლება შეიცვალა მიშამ პოზიციაო. პოლიტიკურ ბრძოლაში ღალატი სხვა კი არაფერი არ არის, ღალატი ეს არის“ - აღნიშნა ჩარკვიანმა.
წამყვანის კითხვაზე, უღალატა თუ არა მიხეილ სააკაშვილს ნიკა მელიამ, ჩარკვიანმა უპასუხა, რომ მისთვის ეს ღალატი იყო.
მან ასევე აღნიშნა, რომ მხოლოდ იმიტომ ითმენდა მელიას საქციელს, რომ მიმდინარე პროცესისთვის ზიანი არ მიეყენებინა და რყევები არ გამოეწვია. „მე ვთვლი, რომ ეს არის ღალატი, ჩემთვის ეს ღალატი იყო. მე რაც გამიკეთა, ეს იყო საზიზღარი ღალატი. რა თქმა უნდა, ვითმინე პატიოსნად და მოვითმინე მხოლოდ იმიტომ, რომ ზიანი არ მიმეყენებინა იმხანად პროცესისთვის. მთელმა ჩემმა სამეგობრომ იცის, რომ დამიჯდა ეს ნერვების ფასად, ყველანაირ ტალახს ვითმენდი, იმიტომ, რომ ჩემმა გადამეტებულმა ამბის, სიმართლის გამოტანამ გარეთ, რყევა არ გამოიწვიოს-თქო. მაგრამ როდესაც უკვე მან შეარყია საკუთარი პარტია და საკუთარი პარტიის ლანძღვა დაიწყო, ერთი კვირის წინ თქვა, "ნაციონალური მოძრაობა" აღარ არისო - დატოვა მან ნაციონალური მოძრაობა? აბა, შენს საკუთარ პარტიაზე ლაპარაკობ?“ - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
16-11-2024
16-11-2024