გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ინფორმაციას რუსეთის მიერ დიკლოს მიმართულებით საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით შსს-ში უარყოფენ

19-08-2018

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ დიკლოს მიმართულებით საზღვრის გადმოწევასთა დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს.


შსს რუსეთის მიერ საზღვრის გადმოწევის ფაქტს არ ადასტურებს.


უწყების განცხადებითვე, რუსეთ-საქართველოს საზღვრის დადგენილ პერიმეტრზე ქართველი მესაზღვრეები მათზე დაკისრებულ მოვალეობას შეუფერხებლად ასრულებენ.

 

„2018 წლის 19 აგვისტოს მედიასაშუალებებში გავიდა ინფორმაცია, რომ თითქოს რუსეთის ფედერაციის მხარემ ზამთრის პერიოდის შემდეგ, დიკლოს მიმართულებით, საზღვარი რამდენიმე კილომეტრით გადმოსწია და ქართველ მესაზღვრეებს აღარ უშვებენ. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. დიკლოში ფუნქციონირებს სასაზღვრო პოლიციის პოსტი. რუსეთ-საქართველოს საზღვრის დადგენილ პერიმეტრზე, ქართველი მესაზღვრეები დღემდე შეუფერხებლად ახდენენ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას“, - აცხადებენ შსს-ში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31