გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაია ომიაძემ ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის ტურიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

12-06-2023

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით გამართულ ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის ტურიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში განხილულ იყო CAREC-ის პრიორიტეტული პროექტები, ტურიზმის სფეროში მიმდინარე მიმართულებები, ასევე მიღწეული შედეგები და დაგეგმილი აქტივობები.


„ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკის თანამშრომლობის ტურიზმის სამუშაო ჯგუფის პირველი კომისიის სხდომა გიმართა. კოვიდ პანდემიის შემდეგ ეს იყო პირველი ფიზიკური შეხვედრა. ჩვენ გავუზიარეთ საქართველოს ტურიზმის აღდგენის დინამიკა, გავაცანით სტატისტიკა, დავსახეთ სამოქმედო გეგმები და ველოდებით ახალ პროექტებს, რომელსაც ერთობლივად განვახორციელებთ“,-აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაია ომიაძე.

მაია ომიაძემ კომისიის წევრ ქვეყნებს საქართველოს ტურიზმის აღდგენის დინამიკა, დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები გააცნო. დაისახეს ერთობლივი პროექტების განხორციელების გზები.


„საქართველოს აქვს ტურიზმის დიდი პოტენციალი და ეს მნიშვნელოვანია არამარტო საქართველოსთვის და რეგიონისთვის, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის. ის რომ საქართველო მარტივად გამოვიდა ეკონომიკური კრიზისული პერიოდიდან ტურიზმის დამსახურებაა, ეს არამარტო საქართველოსთვისაა კარგი, ეს დიდ სტიმულს აძლევს რეგიონს და სხვა ქვეყნებს. ჩვენ ამ მიზნით ვართ საქართველოში, რომ გავიზიაროთ ეს გამოცდილება. საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა, ტურიზმით, გარემოთი, ბუნებით, გასტრონომიით. ძალიან გვიხარია, რომ ხელს ვუწყობთ საქართველოს, რეგიონის ტურიზმის განვითარებას და თანამშრომლობას ცენტრალური აზიის ქვეყნებთან“,-აცხადებს ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის რეგიონის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილე, შაოჰონგ იანგი.


აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით გამართული ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის ტურიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. კომისიის წევრები ხვალ თბილისის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930