12-06-2023
„საქართველო მიყვება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური და დემოკრატიული განვითარების დღის წესრიგს“, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა ისაუბრა, „პოსტივის“ ეთერში, გადაცემა „პოლიტიკური პოსტში“/
როგორც სეფაშვილი აღნიშნავს, ევროპარლამენტარის მარინა კალიურანდის განცხადება ემსახურება მხოლოდ ერთადერთ მიზანს, რომ ავნოს საქართველოს და მის ხელისუფლებას იმიტომ, რომ საქართველოზე ვერ ახერხებენ თავიანთი გავლენის დამყარებას, რაც ძალიან დიდი ხანია სურთ.
„ქალბატონი მარინა კალიურანდი ალბათ დაიღალა იმით, რომ ვერ აიძულებს საქართველოს გააკეთოს ის და მიიღოს არასამართლიანი მიდგომები, რაც მათ და ზოგადად საქართველოს დაუძინებელ მტერს უნდა ჩვენი ქვეყნის მიმართებაში გაატაროს. საქართველო მიყვება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური და დემოკრატიული განვითარების დღის წესრიგს.
ამ ყველაფერში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ევროინტეგრაციას იმიტომ, რომ ევროინტეგრაციაში ჩვენ ვხედავთ ყველა იმ ძირითად პრინციპის განხორციელებას, რის გამოც საქართველო იბრძვის არა მარტო ახლა, იბრძოდა გუშინ, გუშინწინ და საუკუნეების წინაც. ასე რომ, ნამდვილად ვერ ვხდები, რის გამო დაიღალა ქალბატონი მარინა. ალბათ, დაიღალა ტყუილების მოგონებით, უსაფუძვლო ბრალდებებით, ორმაგი სტანდარტების გამოყენებით. მე ვეტყოდი ქალბატონ მარინას, შეეშვას ასეთ უსაფუძვლო ბრალდებებს , ორმაგ სტანდარტებს, სამართლიანად შეაფასოს სიტუაცია და მერწმუნეთ არანაირი დაღლა არ ექნება - პირიქით ისიამოვნებს კიდეც ,საქართველოს წარმომადგენლებთან ურთიერთობით“, - განაცხადა, გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ ეკა სეფაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024