გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
2018 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა

20-08-2018

2018 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით


1.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.1 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული არსებითი შემცირება მეტწილად სეზონური ფაქტორებით არის განპირობებული.
მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. 

ამასთან, სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის II კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი
ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 64 პროცენტი შეადგინა. წინა
კვარტალთან შედარებით, გაზრდილია როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ისე დასაქმების დონე.  შესაბამისად,  0.2 და 1.4 პროცენტული პუნქტით. ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა კვარტალთან შედარებით გაზრდილია 2.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი შემცირებულია 0.2 პროცენტული პუნქტით.

ანალოგიურად, აქტიურობის დონე წინა კვარტალთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0.1 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031