გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დეპუტატები მუხროვანში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ

13-06-2023

მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელ ცენტრს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები ეწვივნენ.


დეპუტატებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ უმასპინძლა. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი ბაზის მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულეს და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

ამჟამად ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც ყაზარმების, ლაზარეთისა და სასადილოს მშენებლობას მოიცავს. მუხროვანში სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი ბაზის მშენებლობა 24 ახალი შენობის აგებასა და 3 ძველი შენობის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.


დღესვე, სპეციალური ოპერაციების ძალების ხელმძღვანელმა პირებმა სტუმრებს ქვედანაყოფის ისტორია, ძალთა სტრუქტურა, ამოცანები, სამომავლო გეგმები და საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით არსებული ვითარება გააცნეს. ბაზაზე ვიზიტის განმავლობაში დეპუტატებს საწვრთნელი ცენტრის სასროლეთის შესაძლებლობების გაცნობის, ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერებისა და სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მდებარე ტაძრის მონახულების შესაძლებლობაც ჰქონდათ.


პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები თავდაცვის სამინისტროსთან მჭიდროდ თანამშრომლობენ, უწყების საქმიანობას რეგულარულად ეცნობიან და საქართველოს მასშტაბით სამხედრო ბაზებს სტუმრობენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930