გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოლომონ პავლიაშვილი: უნდა შევქმნათ ფინანსური პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს გადამმუშავებელი საწარმოების წახალისებას ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით

13-06-2023

მეწარმეებისთვის ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებისა და პერსპექტივების გაცნობის მიზნით, სემინარი „ცირკულარული ეკონომიკა საქართველოში” გაიმართა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


მათივე ცნობით, სემინარს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო.


„ჩვენ უნდა შევქმნათ ფინანსური პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს გადამმუშავებელი საწარმოების წახალისებას ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით, რათა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ეფექტიანად ამუშავდეს. როცა ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლაზე ვსაუბრობთ, ამას სჭირდება მხარდაჭერა, შესაბამისი ფინანსური პლატფორმა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.


ცირკულარული ეკონომიკის საერთაშორისო ექსპერტმა, მდგრადი საკონსულტაციო სერვისების დირექტორმა, დარიუშ პრასეკმა დამსწრე საზოგადოებას ცირკულარული ეკონომიკის ძირითადი პრინციპები, შესაძლებლობები, საერთაშორისო გამოცდილება და პრაქტიკა გააცნო.


დარიუშ პრასეკის განცხადებით, მცირე და საშუალო ბიზნესს შეუძლია, საქართველოს ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვაში, გადამწყვეტი როლი შეასრულოს.


საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშემ, ლიზე ვანვეიმელბეკემ, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით პროგრესში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შეტანილი წვლილის შესახებ ისაუბრა.


„საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით ნამდვილად არის პროგრესი. უკვე შეფასდა ცირკულარობა, რაც უმნიშვნელოვანესია მაკროეკონომიკის დონეზე. გამოიკვეთა დარგები, სადაც ცირკულარობის მაღალი ხარისხი, ანუ ნარჩენგადამუშავების მეტი პოტენციალია. არემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო ამ მიმართულებით კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროსტანდარტებს. ასევე, აუცილებელია გადამმუშავებელი საწარმოების მხარდაჭერა, რათა ნარჩენების ხელმეორედ გამოყენება, რეციკრირება მოხდეს. სწორედ ამისთვისაა საჭირო ახალი პლატფორმა. მოვუწოდებ ფინანსურ ინსტიტუტებს, მხარი დაუჭირონ ამ პროცესს”, - განაცხადა ლიზე ვანვეიმელბეკემ.


სემინარი „ცირკულარული ეკონომიკა საქართველოში”, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ორგანიზებით და ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031