13-06-2023
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) რეგიონულ დირექტორს, სესილ კუპრისა და სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა.ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) რეგიონულ დირექტორს, სესილ კუპრისა და სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა.
აღსანიშნავია, რომ იგეგმება მე-3 ორმხრივი ყოველწლიური საკონსულტაციო შეხვედრა საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის, სადაც მხარეები გაეცნობიან მიმდინარე თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეულ პროგრესს და შეათანხმებენ სამომავლო პარტნიორობის საკითხებს.
ფინანსთა მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე მიმოიხილეს ორმხრივი პარტნიორობის საკითხები.
ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა საქართველოს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისა და ქვეყნისთვის ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით მხარდაჭერისთვის, როგორიცაა: საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ენერგეტიკა (ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოეფექტურობა), ირიგაცია, ადამიანური კაპიტალი, რეგიონული განვითარება, სახელმწიფო საწარმოთა რეფორმა, რკინიგზის სექტორის რეფორმა, წყალმომარაგება, სოციალური კეთილდღეობა და ჯანდაცვა, საქართველოს კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა.
თავის მხრივ, ფრანგულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, მომავალშიც განაგრძოს თანამშრომლობა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერის მიზნით.
16-11-2024
16-11-2024