გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თიბისის მხარდაჭერით ქუთაისში ინოვაციების ბანაკი გაიმართა

13-06-2023

თიბისის განათლების პროგრამის ფარგლებში, „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ორგანიზებით, ქუთაისში, ფინანსური განათლების თემაზე ინოვაციების ბანაკი მოეწყო.


ღონისძიებააკაკიწერეთლისსახელმწიფოუნივერსიტეტშიგაიმართა და მასში იმერეთში, სამეგრელოში, აჭარასა და გურიაში მცხოვრები 100-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა.


ინოვაციების ბანაკი ეს არის იდეების ინტენსიური გენერირების 12 საათიანი ღონისძიება, სადაც 15-დან 18-წლამდე, aხალგაზრდები მუშაობენ კონკრეტულ ბიზნესგამოწვევაზე, რომლის შესახებაც უნდა წარმოადგინონ იდეები და ეფექტური მეთოდებით გადაჭრან პრობლემა.


მოცემული, შეზღუდული, დროის პერიოდში ახალგაზრდები პრობლემის შემოქმედებითად გადაწყვეტას, იდეების განვითარებასა და ჩამოყალიბებას სწავლობენ.

ღონისძიების ოფიციალურად გახსნამდე, მონაწილეები გადანაწილდნენ ჯგუფებში (თითოში 7 მოსწავლე). გუნდის წევრები არიცნობდნენ ერთმანეთს, თუმცა მათ მალევე მოახერხეს ჯგუფში ინტეგრირება და ეფექტიანი სამუშაო გეგმის შედგენა. გუნდების ფორმირების დასრულების შემდეგ, ახალგაზრდები გაეცნენ ბიზნეს გამოწვევას, რომლის გადაჭრის გზებზეც 12 საათის განმავლობაში მუშაობდნენ.მოცემული დავალების მიხედვით, მონაწილეებს სრულიად ახალი პროდუქტის ანმომსახურებისშექმნა დაევალათ, რომელიც დღეს არ არსებობს, თუმცა შესაძლებელია მომავალში შეცვალოს მსოფლიო ან/და გადაჭრას არსებული პრობლემა.


ღონისძიების ბოლოს, თითოეულმა გუნდმა წარმოადგინა ბიზნეს გეგმა და 4 წუთიანიპრეზენტაცია, რომლის მიხედვითაც, ჟიურის წევრებმა გამოავლინეს გამარჯვებული გუნდი. გამარჯვებულები დასაჩუქრდნენ სიმბოლური საჩუქრებით. ასევე, ღონისძიების ყველა მონაწილეს გადაეცა 120-ზე მეტ ქვეყანაში ცნობადი სერტიფიკატი „ინოვაციების ბანაკი”-ში მონაწილეობისათვის.


„ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო“ 2002 წლიდან ახორციელებს სამეწარმეო განათლების პროგრამების სწავლების ხელშეწყობას საქართველოში. იგი არის JA მსოფლიოს წარმომადგენელი ქვეყანაში. JA მსოფლიო დაფუძნდა 1919 წელს და 2023 წლის, ზედიზედ მეორედ, არის ნომინირებული ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში. იგი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან არაკომერციულ ორგანიზაციებს შორის მე-6 ადგილზეა და მისი პროგრამები ეფუძნება ახალგაზრდებში დასაქმებისთვის მზაობის, ფინანსური წიგნიერების და სამეწარმეო უნარების გამომუშავებას.


ქუთაისში ინოვაციების ბანაკი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) პროექტის, „სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში“ ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ ბანკთან, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან, საბანკო ასოციაციასთან თანამშრომლობითა და საქართველოს საბანკო სექტორის ჩართულობით განხორციელდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930