14-06-2023
კომუნიკაციების კომისიასა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება, რომელსაც ხელი ComCom-ის წევრმა, ნათია კუკულაძემ და UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში, ანნა ჩერნიშოვამ მოაწერეს. თანამშრომლობის მიზანს, საზოგადოებაში ციფრული ეკონომიკის პოტენციალის გამოყენების ხელშეწყობა წარმოადგენს.
შეთანხმების ფარგლებში, დაიგეგმება ერთობლივი აქტივობები ციფრული წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, მათ შორის: ციფრული უთანასწორობის შემცირების, ციფრული ეკონომიკის პოტენციალის ათვისების, ასევე, ელექტრონული სერვისების გამოყენების გავრცელებისა და საზოგადოებაში ციფრული წიგნიერების უნარების გაუმჯობესების მიმართულებით.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის საზოგადოებაში ინტერნეტის გამოყენების ხელშეწყობა და ციფრული უთანასწორობის შემცირება უმნიშვნელოვანესია.
16-11-2024
16-11-2024