გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი: როცა ევროპარლამენტში თქვეს, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად უნდა სცნოთო, შემდეგ კი დაინახეს, რომ ბიძინა ივანიშვილის ნაცვლად კეზერაშვილი უნდა ყოფილიყო ოლიგარქი, გადათქვეს და განაცხადეს, ეს კანონპროექტი არ გვაწყობსო

14-06-2023

„ევროკავშირი და ევროკომისია ერთმანეთში არ არიან შეთანხმებულები. ევროკავშირის მოთხოვნაა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი მივიღოთ (და ჩვენ ზუსტად უკრაინის კანონი გადმოვიღეთ, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტმა მოიწონა), მაგრამ ამას რატომღაც ვენეციის კომისია არ დაეთანხმა“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.


მისი თქმით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ევროპარლამენტმა მას შემდეგ უარყო, რაც აღმოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილი კი არა, ოლიგარქი დავით კეზერაშვილი იყო.


„ამერიკის ელჩმა საერთოდ თქვა, რომ უკრაინის კანონი გაწვეულია ვენეციის კომისიიდანო და ახლა უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა - თუ არ იცოდა, ცუდია; თუ იცოდა და არასწორად გაავრცელა, ეს კიდევ უფრო ცუდია და მესამე - კანონპროექტი თუ მართლა გამოწვეული იყო, ვენეციის კომისიამ დასკვნა გაწვეულ კანონზე როგორ დაწერა?


სამივე შემთხვევაში უხერხულ მდგომარეობაში არიან ამერიკის ელჩიც და ვენეციის კომისიაც. ამ შემთხვევაში ჯერი არის ევროკომისიაზე, რას გვეტყვის - მივიღოთ ეს კანონი, რომელიც მან ჩაგვიწერა პირობად თუ არ მივიღოთ? რეალურად, როცა ევროპარლამენტში თქვეს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად უნდა სცნოთო, შემდეგ კი ნახეს, ბიძინა ივანიშვილის ნაცვლად კეზერაშვილი უნდა ყოფილიყო ოლიგარქი, გადათქვეს და განაცხადეს, ეს კანონპროექტი არ გვაწყობსო. ოლიგარქად ბიძინა ივანიშვილი გვინდოდა, კეზერაშვილი თუ იქნება, მაშინ ეს კანონი აღარ მიიღოთო. რეალურად, ვენეციის კომისიის დასკვნაში ეს წერია. ველოდებით ევროკომისიის შეხედულებას. თუ თქვა, არ მიიღოთ, ეს საჭირო არ არისო, კი ბატონო არ მივიღებთ, თუ არადა, იძულებულები ვიქნებით, კანდიდატის სტატუსისთვის დეოლიგარქიზაციის კანონი მივიღოთ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930