გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისსა და ბათუმში უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

21-08-2018

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ღონისძიებების შედეგად, ქალაქებში თბილისსა და ბათუმში, დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის  ორი  ფაქტი გამოავლინეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, შემდგომი რეალიზაციის მიზნით   ე.წ. ელექტრო სიგარეტის IQOS-ისთვის  განკუთვნილი „HEETS“ ფირმის თამბაქოს  ნაწარმის შენახვა-გადაზიდვას ახდენდნენ.


გატარებული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია საერთო ჯამში 1 618  კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება  16 000 ლარს აღემატება.  


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2  ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930