გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბაღდათში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

21-08-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.


ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეები 4 ერთეული თხმელას სახეობის მორის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ, ხოლო დეპარტამენტის თანამშრომლების მოთხოვნას - გაეჩენებინათ ავტომანქანა, მოქალაქეები არ დაემორჩილნენ, რის საფუძველზეც, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განახორციელეს ავტომანქანის დევნა.


ავტოსატრანსპორტო საშუალების იძულებითი გაჩერების შემდეგ, ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოხატა აგრესია და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს ფიზიკურად გაუსწორდა. მან ერთ-ერთ თანამშრომელს სხეულის დაზიანება თავის არეში მიაყენა.  


ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, მათ დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაღდათის რაიონული სამმართველოს ეკიპაჟის მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, მოქალაქე დაკავებულია. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოქალაქეს განესაზღვრა გირაო 5000 ლარის ოდენობით, პატიმრობის უზრუნველყოფით.

საქმე შეიცავს შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაგზავნილია შსს ბაღდათის რაიონულ სამმართველოში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031