გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
«Pars Today»(ირანი): საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მოსკოვი მკვეთრი რეაქციით უპასუხებს, რაც თბილისისთვის მძიმე შედეგებით დასრულდება

21-08-2018

ირანის სახელმწიფო რადიოსადგურ „ირანის ხმის“ რუსულმა სამსახურმა  გაავრცელა კომენტარი საქართველოში გამართული სამხედრო წრთვნების „ღირსეული პარტნიორი-2018“-თან დაკავშირებით.

 

კომენტარში, კერძოდ, ნათქვამია:

 

ნატოს წრთვნების ჩატარება რუსეთის იმ მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიაზე, რომლებსაც მოსკოვი „ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებად“ მიიჩნევს, ყოველთვის კრემლის ნეგატიურ რეაქციას იწვევს და რუსი მაღალჩინოსნებისა და პოლიტიკური ძალების მიერ „ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების“ მუქარად აღიქმება.

 

და მაინც, მოსკოვის მძაფრი გრძნობების მიუხედავად, ჩრდილოატალანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო) ცდილობს მის აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნების ექსპანსია მოახდინოს. ალიანსი ისწრაფვის არა მხოლოდ თავის რიგებში მიიღოს რუსეთის ტრადიციული გავლენის ქვეშ მყოფი სახელმწიფოები, არამედ უფრო მჭიდრო სამხედრო-თავდაცვითი ურთიერთობები დაამყაროს იმ ქვეყნებთანაც, რომლებიც ნატოს წევრები არ არიან. საბოლოო მიზნები - ამ ქვეყნების გაწევრიანება ამ სამხედრო ორგანიზაციაში.

 

სამხედრო წრთვნებში კოდური სახელმწოდებით „ღირსეული პარტნიორი-2018“, 13 ქვეყნის სამი ათასამდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა...

 

უნდა აღინიშნოს, რომ 2004 წელს  პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პროდასავლური ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, საქართველო მუდმივად ცდილობს ნატოში და დასავლურ სტრუქტურებში გაწევრიანდეს. თავის მხრივ, მოსკოვი სერიოზულად ეწინააღმდეგება თბილისის მიზნებს და თვლის, რომ მისი სამხრეთკავკასიური მეზობლის ნატოს წევრად მიღება რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში „წითელი ხაზის“ გადალახვის ტოლფასია.

 

მართალია, 2008 წლის აგვისტოს ომის ფორმალური საბაბი ქართული არმიის სამხრეთ ოსეთზე თავდასხმა იყო, კრემლმა ეს გარემოება თბილისის დასაშინელად გამოიყენა. ომის შემდეგ საქართველომ ალიანსთან ურთიერთობა შეინარჩუნა, თუმცა ხელისუფლებამ ნატოს გაწევრიანების საკითხის განმეორებით განხილვაზე უარი თქვა. მოგვიანებით, თბილისმა კვლავ დაიწყო იმის განცხადება, რომ ალიანსში გაწევრიანებისათვის მზად იყო.

 

თბილისში კარგად იციან, რომ მოსკოვი სერიოზულად არის უკმაყოფილო საქართველოს მცდელობით. თუ საქართველო ნატოში გაწევრიანდება, მას მოსკოვი მკვეთრი რეაქციით უპასუხებს, რაც თბილისისთვის მძიმე შედეგებით დასრულდება.

 

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930