გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაია ომიაძე: საერთაშორისო კონტენტ შოუს საქართველოში გამართვა ხელს შეუწყობს ქვეყანაში საქმიანი ტურიზმის განვითარებას

15-06-2023

ჩვენს ხელს ვუწყობთ საქართველოში საქმიანი ტურიზმის მიმართულებით გამართულ ყველა მასშტაბურ ღონისძიებას, ვინაიდან მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში MICE ტურიზმის განვითარებას და ამ კუთხით საქართველოს მიზიდულობის ცენტრად ჩამოყალიბებას, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ საერთაშორისო კონტენტ შოუზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მისივე თქმით, საქმიანი ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგია.


„მოხარულები ვართ, რომ წელს პირველად ვმასპინძლობთ საერთაშორისო კონტენტ შოუს, რომელმაც თავი მოუყარა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კინო და ტრადიციული თუ ციფრული მედია ინდუსტრიის 50-მდე წარმომადგენელს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა მსგავსი სახის საერთაშორისო ღონისძიებას, რომელიც საქმიანი ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. მიგვაჩნია, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ღირსეული ადგილი დაიკავოს MICE ტურიზმის სექტორში და გახდეს ქვეყანა, რომელიც იქნება საქმიანი ადამიანების შეხვედრების წერტილი. ეს რა თქმა უნდა, დამატებითი სარგებელია ზოგადად ტურიზმის დარგისთვისაც. ვიმედოვნებ, რომ საერთაშორისო კონტენტ შოუს ჩვენს ქვეყანაში ჩატარება ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველწლიურად მოიზიდავს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს", - აღნიშნა მაია ომიაძემ.


საქართველოში პირველი საერთაშორისო კონტენტ შოუ კახეთში, „რედისონ ქოლექშენ წინანდლის მამულში" გაიმართა. ორდღიანმა ღონისძიებამ თავი მოუყარა სხვადასხვა ქვეყნების კინო და მედია სტუდიებს, მათ შორის Paramount Global Content Distributions, New Regency, Sony Pictures Entertainment, ასევე კონტენტის შემქმნელებს, დისტრიბიუტორებს, პროდიუსერებსა და ბაიერებს.


კონტენტ შოუს ფარგლებში ღონისძიების მონაწილეები გაეცნენ უახლეს მედიატრენდებს, ინოვაციურ ფინანსურ მოდელებსა და ახალ მედიატექნოლოგიებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930